მზის სათვალეები

 
 
 

ინდივიდუალური სტილის შექმნაში მზის სათვალე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სათვალეს შეუძლია შეცვალოს თქვენი გარეგნობა და მოგანიჭოთ თავდაჯერებულობა. ეს აქსესუარი შესაძლებელია შეუხამოთ სახის ფორმას, ტანსაცმლის სტილსა ან თუნდაც ხასიათს.

მზის სათვალის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდავო დანიშნულებაა მზის მავნე სხივებისგან დაცვა. სათვალის ტარებისას თქვენ დაცული ხართ მტვრის ნაწილაკებისგან, ჭუჭყისგან, პირველადი ნაოჭების გაჩენისგან თვალებზე, თავიდან იცილებთ ალერგიულ რეაქციებს, თვალის ზედმეტ დაძაბულობასა და დაზიანებებს. უხარისხო სათვალეები, როგორც მზის სხივები, იწვევს ბევრ დაავადებას, განსაკუთრებით აზიანებს ბადურასა და ლინზას და ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას.  

ჩვენს ოპტიკურ სალონებში წარმოდგენილია ტრენდული მზის სათვალეების ფართო არჩევანი: Gucci, Dior, Prada, Burberyy, Dolce & Gabbana, Versace, Fendi, Marc Jacobs, Boss, Porsche, Tommy Hilfiger, Calvin klein, Lacoste, Ray Ban, Max Mara, Max&Co, Polaroid, Carrera, Guess.

მაღალი ხარისხის სათვალეები იცავს თვალებს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და, გარდა ამისა, განიჭებთ განსაკუთრებულ სტილს.