ხსნარები, თვალის წვეთები და აქსესუარები!
ხსნარი არის ლინზების მოვლის ძირითადი საშუალება. შემადგენლობის მიხედვით, ხსნარებს ჰყოფენ რამდენიმე ტიპად: გამწმენდი, სადეზინფექციო, დამატენიანებელი, დამცავი და სხვა. მაგრამ თანამედროვე ხსნარების უმრავლესობა უნივერსალურია და ერთდროულად ასრულებს ყველა ამ ფუნქციას.
ჩვენს ოპტიკურ სალონებში შესაძლებელია ესპანური ბრენდის Avizor® - ის მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის, უნივერსალური ხსნარების შეძენა, ისეთი როგორიცაა: Alvera® , Unica® , All clean® , ასევე შესაძლებელია Renu® -ს და Oune® -ს ბრენდის შეძენაც ჰიდროგელური ლინზების მომხმარებლებისთვის.
Avizor® -ის ბრენდის თვალის წვეთები შედგება მყარი დამცავი ფარისგან, თავის სტრუქტურული შემადგენლობით, იგივეა რაც თვალის ცრემლი, რაც განაპირობებს თვალის მუდმივ დატენიანებას. ამცირებს თვალის ანთებას, სიმშრალეს და დაღლილობის სიმპტომებს!
სრულფასოვნად ატენიანებს თქვენს თვალებს და ანიჭებს მათ კომფორტს. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვინც იყენებს სხვადასხვა ტიპის კონტაქტურ ლინზებს და დროის დიდ ნაწილს ატარებს ისეთ გარემოში, რომელიც იწვევს თვალის სიმშრალეს და გაღიზიანებას.
კონტაქტური ლინზების მოვლის კრებული, რომელიც მოსახერხებელია მგზავრობისას. შემადგენლობაში შედის ყუთი სარკით, კონტეინერი კონტაქტური ლინზებისთვის, პინცეტი და ფლაკონი ხსნარისთვის.
შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ფერი