კორექციის სათვალე

 
 
 

სათვალე მხედველობის კორექციის ყველაზე პოპულარული ნივთია ჩვენი პლანეტის ყოველ მესამე მცხოვრებში, რომელთაც აწუხებთ შორი /ახლო მხედველობა ან ასტიგმატიზმი. მხედველობის მაკორექტირებელი (ოპტიკური) სათვალეები კლასიფიცირებულია როგორც სამედიცინო მეთოდი და მზადდება რეცეპტის მიხედვით  ინდივიდუალურად. გარდა მნიშვნელოვანი დამცავი ფუნქციისა, ოპტიკური სათვალის ჩარჩოზე დიდად არის დამოკიდებული როგორი იქნება თქვენი სტილი: განსაკუთრებული, სოლიდური, თამამი და ა.შ.

სათვალის ჩარჩო უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მომხმარებლის სახის ფორმის მიხედვით. არ არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც ზუსტად განვსაზღვრავთ რომელი სათვალე მოუხდება ადამიანს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ის შეარჩიოთ ოპტიკურ სალონში და არა მაგალითად, სურათის მიხედვით. ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან, შეარჩიოთ სათვალე სწორად.

ჩვენს ოპტიკურ სალონებში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ფართო არჩევანი: Gucci, Dior, Burberyy, Dolce & Gabbana, Versace, Fendi, Silluette, Marc Jacobs, Boss, Tommy Hilfiger, Tom Ford, Max Mara, Max&Co და სხვა.