თვალის მოვლა

 

ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი მნიშვნელოვანია თუ ჩვენს თვალებსა და ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ.

თვალები მხოლოდ ადამიანის მხედველობაზე კი არა მის ჯანმრთელობაზეც საუბრობენ. ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი დაგეხმარებათ კარგი მხედველობის შენარჩუნებაში, თვალის დაავადებებისგან თავის დაცვასა და ჯანმრთელობის სხვა პრობლების აღმოჩენაში.

ჩვენს ოპტიკურ სალონებში წარმოდგენილია ექიმის კაბინეტი, სადაც მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგები უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურის დახმარებით გაგიწევენ კონსულტაციას.