კონტაქტური ლინზები

 
 
 

ძალიან ცოტა რამ ახდენს გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე ისე, როგორც თქვენი თვალები, ამიტომაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ მათ. თუ კონტაქტურ ლინზებს მოიხმართ, აუცილებელია, რეგულარულად აკონტროლოთ თქვენი მხედველობა ოფთალმოლოგთან, რომელიც შეგირჩევთ კონტაქტურ ლინზას თქვენი თვალის საჭიროებების მიხედვით.

კონტაქტური ლინზები სხვადასხვა სახისაა. მნიშვნელოვანია ბევრი სხვადასხვა ფაქტორი: ასაკი, ცხოვრების სტილი... აქედან გამომდინარე, მხოლოდ ოფთალმოლოგს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რომელი ლინზა მოერგება თქვენს თვალს.

კონტაქტური ლინზები კატეგორიებად იმის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა მათი მოხმარება ღამით.

ჩვენს ოპტიკურ სალონებში წარმოდგენილია:

  • 1-დღიანი კონტაქტური ლინზები (1-Day Acuvue True Eye, 1-Day Acuvue Moist);
  • 2-კვირიანი კონტაქტური ლინზები (Acuvue Oasys);
  • 1-თვიანი კონტაქტური ლინზები (Air Optix Aqua, Optima)
  • ფერადი კონტაქტური ლინზები (Freshkon, Air Optix Color)
  • ასტიგმატიური კონტაქტური ლინზები (Acuvue Oasys for Astigmatism, Acuvue 1-Day Moist for Astigmatism)